Bentley Continental Supersports ყველაზე სწრაფი ოთხადგილიანი ავტომობილია მსოფლიოში.
მანქანის სავარძლები და კარის პანელები შექმნილია განსაკუთრებულად მყარი და გამძლე მასალით - Alcantara. ავტომობილის კაბრიოლეტი მოდელი აღჭურვილია მძღოლის კისრის გამათბობელით, ხოლო დასაკეცი, სამნაწილიანი სახურავი სალონში მინუს 30 გრადუს ტემპერატურაზეც ინარჩუნებს სიმყუდროვეს.
რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ავტომობილს 6-ლიტრიანი ძრავი W12 აქვს, 710 ცხენის ძალით, ხოლო 3,5 წამში 100 კილომეტრ/საათამდე სიჩქარის განვითარება შეუძლია.

 
				 
				 
				


 
                         
                                         
                                         
                                        

 
					
 
					 
					 
					