7 იანვარს, თბილისში ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე ყოველწლიური საშობაო მსლელობა „ალილო“ გაიმართება.
საქართველოში მართლმადიდებლები ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს — შობას აღნიშნავენ.  შობის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება შედგა.  საქართველოს პატრიარქმა სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.
დღეს,14:00 საათზე ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე, ყოველწლიური მსვლელობა „ალილო“ გაიმართება.  „ალილოს“ მსვლელობის ისტორია 15 საუკუნეს ითვლის და მისი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა. 
 
	 
                        