ბელა ჰადიდი, 2016 წლის საუკეთესო მოდელის ტიტულის მფლობელი, და ჯიჯი ჰადიდი, რომელმაც იგივე ტიტული 2015 წელს მიიღო, ერთობლივ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობენ, თანაც ორში!
დები ჰადიდები სათანამშრომლოდ Moschino-მ მიიწვია. ფოტოგრაფმა სთივენ მაიზელმა საგაზაფხული კამპანიისთვის ქაღალდის კაბებში ჩაცმულ გოგოებს პაპარაცები დაახვია. შეგახსენებთ, Moschino -ს უკანასკნელი კოლექცია მთლიანად ქაღალდის კაბებისგან შედგებოდა. ფაქტობრივად, ფოტოგრაფმა მათი რეალური ცხოვრება ფოტოზე გადმოიტანა.


Moschino-ს ფოტოსესიამდე ცოტა ხნით ადრე, ჯიჯი და ბელა სათანამშრომლოდ კარლ ლაგერფელდმა მიიწვია. დებმა Fendi-ს სარეკლამო კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა.


 
				 
				 
				


 
                         
                                         
                                         
                                        

 
					
 
					 
					 
					