თუ ცის ახალ რუკას დავბეჭდავთ, სიგრძეში 2 კილომეტრამდე იქნება. კოსმოსის ყველაზე მასშტაბური ციფრული რუკა ჰავაის ასრტონომიული ინსტიტუტის მეცნიერებმა შექმნეს. ის კოსმოსის 500 ათასი ფოტოსგან შედგება, რომლებსაც 4 წლის განმავლობაში ტელესკოპი Pan-Starrs აკეთებდა.
რუქაზე სამ მილიარდამდე კოსმოსური ობიექტი მოხვდა: პლანეტები, ვარსკვლავები და გალაქტიკები.

 
				 
				 
				


 
                         
                                         
                                         
                                        

 
					
 
					 
					 
					