ქანიე უესთის Twitter-ის გვერდზე სადღესასწაული ფოტო გამოჩნდა, რომელიც ქარდაშიან-ჯენერების საშობაო წვეულებაზე გადაიღეს. მუსიკოსმა მას მიაწერა: «Happy Holidays». ფოტოზე კიმი Rodarte-ს ოქროსფერ კაბაშია გამოწყობილი, გვერდს ქანიე უმშვენებს  და ორივეს ხელში ბავშვები უჭირავთ.
აღსანიშნავია, რომ ეს კიმისა და ქანიეს პირველი ოფიციალური ოჯახური ფოტოა პარიზის ყაჩაღობის შემდეგ.

 
	 
                        