ბრაზილიელი სუპერმოდელი მესამე შვილის გაჩენას აპირებს. ირინა შეიკის მსგავსად ჟიზელი სამუშაო პროცესს არ წყვეტს. პაპარაცებმა მოდელი ერთ-ერთი ფოტოსესიის დროს გადაიღეს, რომელზეც ცნობილი ფოტოგრაფი მარიო ტესტინო რიო-დე-ჟანეიროში მუშაობს.
ფოტოებზე, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, 36 წლის მოდელი მომდგარ ცისფერ კაბაში პოზირებს, რომელიც მის მომრგვალებულ მუცელს გამოკვეთს.
შეგახსენებთ, რომ ჟიზელს და მის მეუღლეს, ტომ ბრედის უკვე ყავთ ორი შვილი, 6 წლის ბენჟამინი და 3 წლის ვივიანი.



 
				 
				 
				


 
                         
                                         
                                         
                                        

 
					
 
					 
					 
					