ინტერნეტში ლეგენდარული Pirelli - ის კალენდრის პირველი კადრები გავრცელდა. მომავალი 2017 წლის ნომრისთვის ფოტოგრაფად პიტერ ლინდბერგი მოიწვიეს. ფოტოებზე ცნობილი მსახიობები არიან აღბეჭდილი მინიმალური მაკიაჟითა და რეტუშის გარეშე. გადაღებები ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ლონდონში და ბერლინში მიმდინარეობდა. ზოგიერთი ვარსკვლავი კალენდრის გამოსვლას არ დაელოდა და ფოტოები საკუთარ ინსტაგრამზე გააზიარა.






 
				 
				 
				


 
                         
                                         
                                         
                                        

 
					
 
					 
					 
					