ამერიკელი რეპერის ქანიე უესთის კედების საყიდლად ხალხი რიგში საათობით დგას. ფეხსაცმლის ხაზი Yeezy Boost მუსიკოსმა 2015 წლის დეკემბერში Adidas Originals-ისთვის ჩაუშვა. კედების ახალი მოდელი 220$ ღირს.

ინტერნეტში გამოჩნდა ფოტოები სადავ ვარშავაში, ლონდონში, ნიუ-იორკში, ვანკუვერსა და ოტავაში უზარმაზარი რიგებში სიმშვიდის შესანარჩუნებლად პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.
კედები ამოიყიდა ონლაი-მაღაზიებშიც და ახლა გადამყიდველები მათ 500$ აფასებენ.


 
				 
				 
				


 
                         
                                         
                                         
                                        

 
					
 
					 
					 
					