28 წლის მომღერალი და მსახიობი სელენა გომეზი მონაწილეობას ახალ კომედიურ თრილერში, Only Murders In The Building-ში იღებს. სერიალის გადაღებები ნიუ-იორკში მიმდინარეობს, სწორედ გადასაღებ მოედანზე შენიშნეს პაპარაცებმა ვარსკვლავი, რომელმაც გემოვნებიანი და დახვეწილი იმიჯი შესანიშნავად მოიხდინა.
სელენას შავი Turtle Neck მაისური, ამავე ფერის კლასიკური შარვალი და ყავისფერი TeddyBear Coat-ი ეცვა, რომელსაც თეთრი ფეხსაცმელი და შავი ზურგჩანთა შეუხამა.