34 წლის მსახიობი მეგან ფოქსი მისი დიდი პოპულარობის მიუხედავად პაპარაცების ობიექტივში არც თუ ისე ხშირად ხვდება, თუმცა ამჯერად ის კალიფორნიის ქუჩებში სეირნობისას შენიშნეს. მსახიობმა არჩევანი გემოვნებიან და კომფორტულ იმიჯზე შეაჩერა.
მას შავი ტოპი და მაღალწელიანი, ლურჯი შარვალი ეცვა, რომელსაც ხაკისფერი მოსაცმელი და თეთრი კედები Prada-ს 1,325 დოლარის ღირებულების ჩანთასთან ერთად შეუხამა. იმიჯის სრულყოფილებაში მოსაყვანად კი მსახიობმა შავი ქუდი, წითელ და ვერცხლისფერ ყელსაბამთან ერთად მოირგო.