28 წლის რეპერი Cardi B განახვავებული და თამამი იმიჯით ნამდვილად გამოირჩევა. ის სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და მის ფანებს ხშირად უზიარებს ფოტოებს, სადაც სხვადასხვა, ძვირადღირებულ სამოსს ირგებს. ამჯერად მან იმიჯი რადიკალურად შეიცვალა, ახალი ფოტოები კი მის ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა.
ფოტოებიდან ვიგებთ, რომ რეპერმა ახალი ვარცხნილობა, ვარდისფერი Pixie Cut მოიხდინა. ახალ იმიჯს კი Chanel-ის პერანგი, ფორთოხლისფერი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და იასამნისფერი ჩანთა შეუხამა.