24 წლის ჰეილი ბოლდვინი საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადი მოდელია, რომელიც უამრავ ცნობილ ბრენდთან და დიზაინერთან თანამშრომლობს. ამჯერად მან Versace-ს 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია მოირგო, უახლესი ფოტოები კი თავად ბრენდმა ინსტაგრამ გვერდზე განათავსა.
უახლეს კადრებში მოდელს Versace-ს 2448 ფუნტის ღირებულების, ფერადი კაბა აცვია, მის ირგვლივ კი უამრავ ფერად ჩანთებს შენიშნავთ, ეს ბრენდის უახლესი კოლექციაა და მას La Medusa Bag ეწოდება, თითოეული ჩანთის ღირებულება კი 1360 ფუნტია.