29 წლის ორსული მოდელი, ემილი რატაკოვსკი საკმაოდ დიდი პოპულარობით გამოირჩევა და პაპარაცების ობიექტივში ხშირად ხვდება. ამჯერად ის ნიუ-იორკში მეუღლესთან, სებასტიან ბეარ-მაქკლარდთან და მეგობართან, ტიმოტი შალამესთან ერთად გამოჩნდა.
ემილის თან მისი ოთხფეხა მეგობარი, კოლომბო ახლდა. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავები ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობის შემდეგ ერთ-ერთ კაფეს ესტუმრნენ.