19 წლის კაია გერბერი სუპერმოდელი სინდი კროუფორდის შვილია, თუმცა მოდის ინდუსტრიაში მან საკუთარი სახელი დაიმკვიდრა და დღესდღეობით ის ერთერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი სახეა, რომელიც უამრავ ცნობილ ბრენდთან და დიზაინერთან თანამშრომლობს. ახლახანს მან Celine-ის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა.
უახლეს კადრებში ახალგაზრდა მოდელმა რამდენიმე სხვადასხვა იმიჯი მოიხდინა. ფოტოსესია მონაკოში გაიმართა, ფოტოგრაფი კი ფრანგი პროფესიონალი ჰედი სილმანი იყო.