30 წლის მომღერალი, რიტა ორა 14 თებერვალს გადაცემა Dancing On Ice-ში მიიწვიეს, სადაც მან საკუთარი ახალი სინგლი, Bang Bang-ი შეასრულა. ვარსკვლავმა ვალენტინობის დღისთვის საკმაოდ დამახასიათებელი, წითელი ფერის სამოსი მოირგო.
რიტამ არჩევანი მონოქრომულ სტილზე შეაჩერა. მას წითელი კაბა და ამავე ფერის პიჯაკი ეცვა, რომელსაც ბრილიანტის აქსესუარები და ვერცხლისფერი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.