31 წლის მომღერალმა ტეილორ სვიფტმა გასულ წელს განაცხადა, რომ ის საკუთარი ძველი ალბომების ახლებურ ვერსიებს ჩაწერდა და საზოგადოებას რაც შეიძლება მალე წარუდგენდა. როგორც ჩანს მომღერალმა ფანებს იმედები არ გაუცრუა და ახლახანს მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიტის, Love Story-ის ახლებური ვერსია შესთავაზა.
მომღერლის ჰიტის ახლებურმა ვერსიამ გამოსვლისთანავე წარმატებას მიაღწია და ორ დღეში 9.8 მილიონი ნახვა დააგროვა. ტეილორმა ახალ სინგლს მუსიკალური ვიდეო რგოლიც დაურთო, სადაც მის ფანებთან გადაღებულ ძველ ვიდეოებს მოუყარა თავი.
შეგახსენებთ, რომ ტეილორ სვიფტის ჰიტის Love Story-ს ორიგინალი ვერსია 11 წლის წინ გამოვიდა და ჯამში 572 მილიონი ნახვა დააგროვა.