24 წლის სუპერმოდელი ბელა ჰადიდი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, რისგამოც პაპარაცები მის თითოეულ ნაბიჯს დაჰყვებიან. მიუხედავად ამისა მისი გამოჩენა ფანებს იმედებს არასოდეს უცრუებს, რადგან ის მუდამ შესანიშნავ ფორმაშია. ამჯერად ის ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობისას შენიშნეს.
სუპერმოდელმა ფერადი, კომფორტული და ამავდროულად გემოვნებიანი იმიჯი მოირგო. მას იასამნისფერ, ლურჯ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ნაქსოვი მაისური ეცვა, რომელსაც შავი შარვალი და ფეხსაცმელი, ფორთოხლისფერ ქუდთან და ჩანთასთან ერთად შეუხამა.