39 წლის ეშლი რობერტსი არაჩვეულებრივი გემოვნებით და ჩაცმის სტილით ნამდვილად გამოირჩევა. პაპარაცების ობიექტივში ის საკმაოდ ხშირად ხვდება, თუმცა მისი გამოჩენით ფანებს იმედებს არასოდეს უცრუებს, რადგან მუდამ შესანიშნავ ფორმაშია. გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც ის ლონდონის ქუჩებში გამოჩნდა.
ეშლიმ არჩევანი სადა და გემოვნებიან იმიჯზე შეაჩერა. მას ხაკისფერი მაისური ეცვა, რომელსაც ბრენდ Jakke-ს 219 ფუნტის ღირებულების, ამავე ფერის თრენჩი, ჯინსის შარვალი და ბეჟი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი თეთრ ჩანთასთან ერთად შეუხამა.