51 წლის ვარსკვლავი ჯენიფერ ლოპეზი არაჩვეულებრივი გემოვნებით, იმიჯით და სხეულის ფორმებით ნამდვილად გამოირჩევა. მისი დიდი პოპულარობიდან გამომდინარე ის უამრავ ცნობილ ბრენდთან, დიზაინერთან და მოდურ გამოცემასთან თანამშრომლობს, გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც მან ჟურნალ Allure-ის გარეკანი დაამშვენა.
მომღერალმა დახვეწილი და გემოვნებიანი იმიჯი მოირგო. გარეკანის ფოტოში კი ძვირფასი აქსესუარები მოიხდინა.