39 წლის მომღერალი ეშლი რობერტსი არაჩვეულებრივი იმიჯით ნამდვილად გამოირჩევა. მისი სტილი უამრავი ადამიანისთვის ხშირად ინსპირაციის წყარო ხდება, პაპარაცების ობიექტივში მოხვედრისას კი ის ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურება. გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც ის ლონდონის ქუჩებში გამოჩნდა.
მომღერალმა არჩევანი მონოქრომულ სტილზე შეაჩერა. მას ბრენდ Never Fully Dressed-ის ვარდისფერი ორეული ეცვა, რომელსაც ამავე ფერის TeddyBear Coat-ი, წითელი, მაღალქუსლიანი ჩექმა და თეთრი ჩანთა შეუხამა.