40 წლის მსახიობი რებელ უილსონი სოციალურ ქსელში განსაკუთრებუთ აქტიური მისი შესანიშნავი გარდასახვის შემდეგ გახდა. მსახიობმა 2020 წელს მუდმივი ვარჯიში და ჯანსაღი კვება დაიწყო და მას შემდეგ წონაში საგრძნობლად, 30 კილოგრამი დაიკლო. ახლახანს მან გამომწერებს რამდენიმე ახალი ფოტო გაუზიარა, სადაც შესანიშნავად გამოიყურებოდა.
მსახიობმა დახვეწილი იმიჯი, წითელი კლასიკური სამოსი მოირგო, რომელსაც ყვითელი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა. იმიჯის სრულყოფილებაში მოსაყვანად კი მან არჩევანი მარტივ ვარცხნილობასა და მსუბუქ მაკიაჟზე შეაჩერა.