23 წლის ვარსკვლავი კაილი ჯენერი არაჩვეულებრივი გემოვნებით და გლამურული ცხოვრებით ნამდვილად გამოირჩევა. ინსტაგრამზე ის ხშირად აქვეყნებს ფოტოებს სადაც სხვადასხვა, გემოვნებიან იმიჯს ირგებს და გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა.
უახლეს კადრებში კაილიმ მონოქრომული, მწვანე ფერის სამოსი შეარჩია. მას აბრეშუმის კაბა ეცვა, რომელსაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და იმავე ფერის, Chanel-ის ჩანთა შეუხამა.