უცხოური გამოცემები ამერიკელი მსახიობის ჯენიფერ ლოურენსის უახლეს ფოტოებს აქვეყნებენ და აღნიშნავენ, რომ კინოვარსკვლავი გასულ დღეს Don't Look Up-ის გადაღებების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას შემდეგ რაც ერთ-ერთი სცენის დროს თვალში შუშის ნამსხვრევები მოხვდა. მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ლოურენსი ახალ პროექტივში ლეონარდო დიკაპრიოსთან, არიანა გრანდესთან, მერილ სტრიპთან, ტიმოთი შალამესთან და ქეით ბლანშეტთან ერთად მონაწილეობს, სადაც ლეონარდო და ჯენიფერი ასტრონომ Dr. Randall Mindy-ისა Kate Dibiasky-ის როლებს ასრულებენ. გადაღებების დასრულებისა და ფილმის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.