51 წლის ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე და მსახიობი ჯენიფერ ლოპესიხშირად აღნიშნავს, რომ კატეგორიული წინააღმდეგია ალკოჰოლისა და სიგარეტის, ის მაქსიმალურად ცდილობს არაჯანსაღი საკვები იშვიათად მიიღოს და არ მიირთვას კოფეინის შემცველი სასმელები, რომლებიც, მისი თქმით, კანის ნაადრევ დაბერებას უწყობს ხელს.
“18 წლის ასაკში ორ დერმატოლოგთან მივედი, ერთმა მითხრა, რომ მზისგან დამცავი კრემი დამატენიანებლის მსგავსად ყოველდღიურად გამომეყენებინა, მეორემ კი მირჩია, სახეზე არსებული მცირედი ნაოჭების გამო, რომელიც დღემდე მაქვს, ბოტოქსი გამეკეთებინა. მე არასდროს მიმიმართავს პლასტიკური ქირურგისთვის და არც ბოტოქსი გამიკეთებია.”
“ბრწყინვალება ეს ის არის, რაც გარედან ჩანს, თუმცა შიგნიდან მოდის. ადრეულ ასაკში ვიყენებდი სახის მოვლის ძვირადღირებულ საშუალებებს, თუმცა ერთ რამეს მივხვდი, საკუთარი თავის მოვლა სხეულის მოვლიდან იწყება, აუცილებელია დაკავდეთ ფიზიკური აქტივობით, მიირთვათ ჯანსაღი საკვები და სვათ ბევრი წყალი. ეს არის ცხოვრების წესი, რაც სულიერ, გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ სიამოვნებას გგვრის.”
“ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, მიყვარს მეგობრებთან და ახლობელ ადამიანებთან ერთად დროის გატარება. რესტორნების უმეტესობა გვთავაზობს დაბალკალორიულ კერძებს, ამიტომ მენიუში ყოველთვის ისეთ საჭმელებს ვეძებ, რომლებიც ჩემი ცხოვრების სტილსა და რიტმს შეესაბამება, ასეთია მაგალითად სალათი, ან თევზი ბოსტნეულით.”
ჯენიფერ ლოპესმა ითამაშა 31 ფილმში, გამოუშვა 8 სტუდიური ალბომი და 40-ზე მეტი სინგლი, თუმცა კითხვა, რომელსაც მრავალმხრივ ნიჭიერი ვარსკვლავი ყველაზე ხშირად უცხო ადამიანებისგან იღებს, არა მუსიკალურ და კინოინდუსტრიას, არამედ მის გარეგნობას ეხება.
“საკუთარი კოსმეტიკური ხაზის შექმნით ჩემთვის დიდი ხნის ოცნება ახდა, გეგმა, რომლის განხორციელებასაც 20 წელიწადზე მეტი დასჭირდა.”
“ყოველთვის ვალდებულად ვგრძნობდი თავს ჩემი საიდუმლო ქალბატონებისთვის გამემხილა, რადგან ნომერ პირველი შეკითხვა, რასაც წლების განმავლობაში ვიღებდი, არა ჩემს როლებსა და მუსიკას, არამედ სახის კანს უკავშირდება. კოსმეტიკური ხაზის თითოეული პროდუქტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმაში, თუ როგორ ვინარჩუნებ ახალგაზრდულ იერს. ხშირად მიწევს დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენება, ყველაზე თავდაჯერებული მაშინ ვარ, როდესაც სახეზე მაკიაჟი არ მისვია და კანი სუფთაა. მტკიცედ მწამს SPF-ის და ვცდილობ დიდხანს არ ვიყო მზეზე.”