40 წლის მსახიობმა, რებელ უილსონმა ჯერკიდევ 2020 წლის დასაწყისში განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტული წონაში დაკლება და ჯანსაღი ცხოვრების წესი გახდა. მას შემდეგ ის დაუღალავად ვარჯიშობდა და წონაშიც საგრძნობლად დაიკლო. მსახიობმა ფანები მისი სხეულის ფორმებით და ტრანსფორმაციით კვლავ გააოცა, როდესაც ინსტაგრამზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნა.
უახლეს კადრებში რებელი ვერცხლისფერი მანქანის ფონზე პოზირებს. მას შავი მაისური და შარვალი აცვია, რომელსაც კედები და დიზაინერ Veronica Beard-ის 835 ფუნტის ღირებულების ყვითელი პიჯაკი შეუხამა.