28 წლის მომღერალი სელენა გომეზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეა, ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ პოარაცები მის თუთოეულ ნაბიჯს ადევნებენ თვალს. სელენას პირადი ცხოვრება ფანებისთვის განხილვის ობიექტი ყოველთვის იყო, სწორედ ამიტომ ახლახანს გავრცელებული ფოტოებიდან გამომდინარე ისინი ვარაუდობენ, რომ მომღერალს ახალი მეგობარი მამაკაცი ჰყავს.
სოციალურ ქსელში ახლახანს გავრცელდა ფოტოები, სადაც სელენა გომეზი ნიუ-იორკის ქუჩებში უცნობ მამაკაცთან ერთად სეირნობს. წყაროს ცნობით ისინი რესტორან Tribeca-ს ესტუმრნენ. სელენას ჯინსის შარვალი და ბეჟი მაისური ეცვა, რომელსაც ამავე ფერის ქურთუკი და შავი ჩანთა შეუხამა. უცნობი მამაკაცის სამოსი კი მუქ ფერებში იყო გადაწყვეტილი.