სულ ცოტა ხნის წინ, ზეინ მალიკი და ჯიჯი ჰადიდი პირველი შვილის მშობლები გახდნენ, თუმცა მცირე დროშიც შეძლეს აღმზრდელობითი უნარების გამომუშავება, რაზეც ჯიჯი ჰადიდის მამის - მუჰამედ ჰადიდის კომენტარიც მოწმობს. საქმე იმაშია, რომ 72 წლის ბიზნესმენმა ლოს-ანჯელესის ქუჩებში სეირნობისას დაუსვეს კითხვა სიძის შესახებ, რაზეც მან გულახდილად უპასუხა.
"ის არაჩვეულებრივი მამაა.მე მას შევხვდი და ვნახე მისი ქცევები. მისგან არაჩვეულებრივი მშობელი დადგება. ის კარგი მამაა და ეს არის მთავარი, რითიც ვინტერესდები - მინდა იყოს კარგი ჩემი ქალიშვილისა და შვილიშვილისთვის"- აღნიშნა მან.