30 წლის მომღერალი რიტა ორა არაჩვეულებრივი გემოვნებით და ჩაცმის სტილით ნამდვილად გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ის პაპარაცების ობიექტივში ხშირად ხვდება მის ფანებს იმედებს არასოდეს უცრუებს, რადგან მუდამ შესანიშნავად გამოიყურება. გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც ის ლონდონში, აეროპორტისკენ მიმავალი შენიშნეს.
რიტას თეთრი მაისური ეცვა, რომელთან ერთადაც წითელ და შავ ფერებში გადაწყვეტილი შარვალი და ბეჟი თრენჩი მოირგო. იმიჯის სრულყოფილებაში მოსაყვანად კი მან ბეაჯი ჩანთა და შავი ფეხსაცმელი შეარჩია. შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავი სიდნეიში მიემგზავრება, სადაც გადაცემა The Voice-ის ჟიურის ერთ-ერთი წევრი იქნება.