სტივ ჯობსის ქალიშვილი - 22 წლის ივი საზოგადოებას საკუთარ რჩეულს აცნობს. ცნობილი ლამაზმანის საყვარელი ადამიანი კარდაშიანების ოჯახის ერთ-ერთი მეგობარი -27 წლის ჰარი ჰადსონი აღმოჩნდა, რომელთან ურთიერთობის გასაჯაროვება გოგონამ რამდენიმე საათის წინ, ინსტაგრამის მეშვეობით გადაწყვიტა.


აღსანიშნავია, რომ ჰარი გარდა კარდაშიან-ჯენერებთან სიახლოვისა, საკუთარი მუსიკით არის ცნობილი, რაც შეეხება თავად ივის, გოგონა საცხენოსნო სპორტით არის გატაცებული.



 
				 
				 
				


 
                         
                                         
                                         
                                        

 
					
 
					 
					 
					