19 წლის მომღერალი ბილი აილიში მისი განსხვავებული და გემოვნებიანი იმიჯით ნამდვილად გამოირჩევა. მის ინსტაგრამზე ხშირად შეხვდებით ფოტოებს, სადაც ის სხვადასხვა ბრენდის და დიზაინერის ფერად სამოსს ირგებს, თუმცა ამჯერად მან არჩევანი ერთ კონკრეტულ ფერზე შეაჩერა, რომელიც მის ვარცხნილობას შეუხამა.
ბილიმ მონოქრომული, მწვანე ფერის სამოსი, დიდი ზომის Hoodie და Cargo შარვალი მოირგო, რომელსაც ამავე ფერის კედები და მზის სათვალე შეუხამა.