23 იანვარს კიდევ ერთი ქართული ვარსკვლავური ოჯახი შეიქმნა! საუბარი ტელეწამყვან და მსახიობ - გიორგი გასვიანს ეხება, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გაგვაცნო საკუთარი რჩეული - 19 წლის მარიტა მელიქიშვილი, რომელიც დღეს უკვე მისი მეუღლის სტატუსით გვევლინება.
Image: savemoment_studio IG
წყვილმა ჯვარი მცხეთაში, სვეტიცხოველში დაიწერა. მათი ბედნიერება კი, უახლოესმა მეგობრებმა გაიზიარეს, მათ შორის ქართული შოუბიზნესის ისეთმა სახეებმა, როგორებიც არიან დალი ჩიტალაძე, თემურ თათარაშვილი, ნინო ჩხეიძე, ანრი ჯოხაძე, კრისტი ყიფშიძე, ნოე სულაბერიძე, გიორგი გილიგაშვილი, გვანცა კილასონია და სხვები.
აღსანიშნავია, რომ პატარძლის თაიგული სწორედ კრისი ყიფშიძეს ხვდა წილად:
რაც შეეხება პატარძლის ჩაცმულობას, მასზე ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა - დათუნა სულიკაშვილმა იზრუნა: