რამდენიმე დღის წინ, კაილი ჯენერმა სოციალურ ქსელებში რამდენიმე "სთორი" გამოაქვეყნა, რომლებშიც მისი სახლის სხვადასხვა დეტალი ფიგურირებდა. ერთ-ერთი ასეთი იყო, მისი სააბაზანო, რომელშიც არსებულმა წყლის დაბალმა წნევამ სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება დაიმსახურა.
საქმე იმაშია, რომ ონლაინ მომხმარებლები ჯენერს მრავალმილიონიან სახლში წყლის ცუდად მიწოდების გამო დასცინოდა.
ბუნებრივია, ფაქტმა თავად ბიზნესმენისა და სატელევიზიო ვარსკვლავის ყურადღებაც მიიქცია და გადაწყვიტა კიდევ ერთი ვიდეო გამოექვეყნებინა, რომელშიც კარგად ჩანს თუ სინამდვილეში როგორი მაღალტექნოლოგიური სააბაზანო აქვს მას: