ტინა კუნაკი სოციალურ ქსელებში გამომწერების კითხვებს ყოველთვის გულითადად პასუხობს, ამჯერადაც მან ე.წ სთორის ველში მათ საშუალება მისცა, რომ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ. მაშ ასე, გთავაზობთ მოკლე ბლიც-ინტერვიუს გავლენიან მოდელთან, რომელშიც ჟურნალისტები თავად ფანები გახლავთ:
რამდენ ენაზე მეტყველებ:
ტინა:. 4
რომელ ქვეყანაში ცხოვრობ ყველაზე ხშირად?
ტინა: საფრანგეთში
საყვარელი კერძი?
ტინა: ყველაფერი, რასაც დედაჩემი ამზადებს.
შვილის გაჩენას კიდევ აპირებ?
ტინა: რა თქმა უნდა! მე დიდი ოჯახი მინდა.
როგორ ჩავდგეთ ფორმაში (გთხოვ, არ თქვა ფიტნესი და სწორი კვება)
ტინა: სამწუხაროდ, სხვა პასუხი არ მაქვს
ბავშვს იშვილებდი?
ტინა: ამას აუცილებლად გავაკეთებ.
რომელ საათზე იღვიძებ და იძინებ?
ტინა: ვდგები 9 საათზე და ვიძინებ 10-ზე.