20 იანვარს, ამერიკის ახალი პრეზიდენტის სახელი ოფიციალურად გაადეცა ჯო ბაიდენს, ხოლო პირველი ლედის ტიტული მის მეუღლეს - ჯილს ხვდა წილად. გრანდიოზული ინაუგურაციის შემდეგ, ოჯახისადმი ინტერესი განსაკუთრებულად გაიზარდა, შესაბამისად, დეტალები მათ შესახებ დღეს ერთ-ერთი ყველაზე ძებნადი თემაა ინტერნეტში.
როგორც ოფიციალური წყაროები წერენ, 78 წლის ბაიდენი ქვეყანას 4 წლის მანძილზე გაუძღვება, რის შემდეგაც ის აღარ აპირებს კენჭისყრაში მონაწილეობას.
რაც შეეხება მის ოჯახსა და განათლებას, ოთხშვილიან ოჯახის ჯო ყველაზე უფროსი იყო და ფინანსური კრიზისის გამო არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა. მოგვიანებით მათმა ოჯახმა შეძლო მანქანების გაყიდვის ბიზნესის დაწყება, რამაც მათ ცხოვრებაში მეტი სიმშვიდე შეიტანა.
ბავშვობაში არსებულ პრეზიდენტს მეტყველების პრობლემა ჰქონდა და ენაბლუობის გამო თანაკლასელების ბულინგის მსხვერპლი ხშირად ხდებოდა.
1965 წელს ჯო დელავერის უნივერსიტეტი დაამთავრა და ორი მიმართულების ხარისხი აიღო - ისტორია/პოლიტოლოგია და ინგლისური ენა. ამავე წელს დაიწყო მუშაობა იურიდიულ კოპანიაშიც, რამაც ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა მის პოლიტიკოსად ჩამოყალიბებას.
1970 წელს ის საზოგადოებას რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ გამოვიდა, რაც ავტობუსებით გადაადგილების შეზღუდვას ეხებოდა და ამით დაამახსოვრა ხალხს თავი.
29 წლის ასაკში ჯო მეხუთე ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსი გახდა, რომელიც სენატში აირჩიეს.