დღეს, კომუნიკაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და საინტერესო არხი ორგანიზაციებისა და ანტერპრენერებისთვის სოციალური მედიაა. მისი საშუალებით, კომპანიები მარტივად უკავშირდებიან სასურველ აუდიტორიას და დროთა განმავლობაში მათ ნდობასაც იმსახურებენ, სწორი კომუნიკაციის შემთხვევაში. თუ შენი მიზანიც მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათთვის შენი პროდუქტის მინიმალური დანახარჯებით შეთავაზებაა, მაშინ გირჩევთ, სოცალური მედიის თავისებურებებს დეტალურად გაეცნო და სრულად აღმოაჩინო მისი ამოუწურავი შესაძლებლობები.
როგორც წესი, ბიზნესს ყოველთვის აქვს წარმოდგენილი, ვისთვის იქმნება მისი პროდუქტი. სოციალური მედიის საშუალებით კი სწორედ ამ ადამიანების მსგავსი მომხმარებლების მოზიდვა უნდა შეძლოთ. როდესაც Facebook-რეკლამაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია რამდენიმე უმთავრესი კომპონენტი გავითვალისწინოთ და ყურადღებით შევარჩიოთ სამიზნე აუდიტორიის დემოგრაფიული მონაცემები, ინტერესები, ადგილმდებარეობა, მისი ქცევა და ა.შ.
თუმცა, საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. Facebook-ში რეკლამის რამდენიმე სხვადასხვა ალტერნატივა და ფორმატი არსებობს და დამოკიდებულია მიზანზე, რომლის მიღწევაც ამ რეკლამის გაშვების შედეგად გსურს. ქვემოთ თითოეულ მათგანს დეტალურად განვიხილავთ:
Carousel Ads – თუ შენი მიზანია, რამდენიმე სხვადასხვა პროდუქტის ერთ რეკლამაში გამოჩენა, მაშინ რეკლამის ამ ფორმატის გამოყენება საუკეთესო გზააა. მისი საშუალებით, შეგიძლია 10- სხვადასხვა ფოტო გააერთიანო და მომხმრებელი მხოლოდ ერთ ღილაკზე თითის დაჭერით შესაბამისი პროდუქტის ბმულზე გადაიყვანო.
Lead Ads – თუ შენი მიზანი მომხმარებლის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის შეგროვებაა, მაშინ ეს ფორმატი უნდა სცადო და მიღებული ინფორმაცია სამომავლო კომუნიკაციაში გამოიყენო. ამ ტიპის რეკლამით მიიღებ ინფორმაციას მომხმარებლის სახელსა და გვარზე, ელ-ფოსტაზე, მობილურ ნომერზე და ა.შ.
Messenger Ads – თუ გსურს, მომხმარებელს რეკლამა Facebook-ის feed-ის ნაცვლად პირდაპირ messenger-ში შეხვდეს,ამ შემთხვევაში messenger ads სცადე. ამ ტიპის რეკლამაში შესაძლებელია როგორც ფოტო, ისე ვიდეო მასალის განთავსება.
Photo Ads – ყველაზე ხშირად ალბათ ამ ტიპის რეკლამები შეგხვდება Facebook-ში. ეს არის სტანდარტული ფოტო პოსტი, რომლის დადება შესაძლებელია როგორც კომპანიის timeline-ზე, ისე რეკლამაში.
Slideshow Ads – მოკლე სლაიდშოუ რეკლამები, მომხმარებლის ყურადღებას კარგად ინარჩუნებს და სათქმელსაც მარტივად გადმოსცემს. ამ რეკლამის ფორმატზე, შესაძლებელია ტექსტისა და მუსიკის დამატებაც, რაც რეკლამას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს.
Video Ads – საინტერესოა, რომ ბოლო პერიოდში ვიდეო რეკლამები ფოტოებზე მეტად ეფექტური და მცირე დანახარჯიანია. თან, მომავალი კამპანიების გაშვება იმ მოხმარებლებზეც
Facebook რეკლამის გაშვება
ფორმატებთან ერთად, საინტერესოა, როგორ შეგიძლია გაუშვა Facebook რეკლამა და როგორ შეარჩიო სხვადასხვა მიზნებიდან შენთვის შესაფერისი. Facebook Ads Manager- ში სასურველი კამპანიის შესაქმნელად პირველ რიგში რეკლამის მიზანი უნდა შეარჩიო და სწორად განსაზღვრო, რა შედეგის მიღება გსურს ამ კონკრეტული რეკლამით: გინდა რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს პოსტი, ვიდეს რაც შეიძლება ბევრმა უყუროს, თუ ლიდების შეგროვება ან შენი პროდუქტის გაყიდვაა შენი მიზანი.
ზემოთ ნაჩვენები მიზნებიდან ნებისმიერი მარკეტინგული მიზნის შერჩევა შეგიძლია. სამიზნე აუდიტორიის, მისი დემოგრაფიული მონაცემების, ინტერესების, კამპანიის ბიუჯეტისა და ვადების განსაზღვრის შემდეგ, საჭიროა შეარჩიოთ არხები და ადგილები, სადაც რეკლამა გამოჩნდება. ამ ყველაფრის განსაზღვირ შემდეგ, საჭიროა Facebook- ის რეკლამის აწყობას შეუდგე და მოიფიქრო, რა ტექსტით, ანუ ქოფით გაუშვებ შენს პოსტს რეკლამაში. ასევე დაგჭირდება ვიზუალური მასალაც.
რა თქმა უნდა, ერთ ბლოგში ინფორმაციის სრულად და ამომწურადავად დაწერა რთულია, რადგან Facebook რეკლამის გაშვება მრავალ მცირე ნიუანსს მოციავს, რომელიც საბოლოოდ სასურველი შედეგის მიღწევაში და სარეკლამო კამპანიის ეფექტურად წარმართვაში გვეხმარება.
თუ გსურს, ეს მიმართულება კარგად შეისწავლო და ყველა შენთვის საჭირო ინფორმაცია მიიღო და გაიგო როგორ გააკეთო რეკლამა Facebook-ში. გადახედე ირაკლი ჩხეიძის ციფრული მარკეტინგის კურსს: რეკლამა სოციალურ მედიაში (Facebook და Instagram რეკლამა). ვიდეო გაკვეთილების საშუალებით, ის გაგიზიარებს საკუთარ 12 წლიან გამოცდილებას, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბრენდებთან მუშაობისას დააგროვა.
ვებ გვერდის მისამართი: digitalhub.edu.ge