20 იანვარი ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი დღეა,შეგახსენებთ, რომ გასული წლის 3 ნოემბერს აშშ-ში არჩევნები ჩატარდა და ჯო ბაიდენი ქვეყნის რიგით 46-ე პრეზიდენტი გახდა. ქვეყნის პირველი პირი თანამდებობას ოფიციალურად რამდენიმე საათშუ დაიკავებს, შემდეგ კი მეუღლესთან და ოთხფეხა მეგობრებთან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთი მან ძაღლთა თავშესაფრიდან წამოიყვანა, თეთრ სახლში გაემგზავრება და პროფესიულ საქმიანობას შეუდგება.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბაიდენის ინაუგურაციას ტომ ჰენკსი გაუძღვება, ცერემონიაში კი მომღერლებიდან ჯასტინ ტიმბერლეიკი, დემი ლოვატო და ბონ ჯოვი მიიღებენ მონაწილეობას, ამერიკის ჰიმნს კი გლობალური პოპვარსკვლავი ლედი გაგა შეასრულებს, მან რამდენიმე საათის წინ გაიარა რეპეტიცია და სოციალურ ქსელში გამომწერებს საკუთარი ემოცია გაუზიარა.
"მე ვლოცულობ, რომ ხვალ მშვიდობიანი დღე იყოს ყველა ამერიკელისთვის, დღე მიღების და არა დღე სიძულვილის, ეს არის ჩვენი ქვეყნის სამომავლო სიხარულის დღე, ოცნება, რომელიც არ შეიცავს ძალადობას და უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას, სიყვარულით კაპიტოლიუმიდან."
ღონისძიება 90 წუთს გაგრძელდება და CBS, ABC, NBC, CNN და MSNBC ის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.