ხშირად ქალბატონები ცხოვრების ახალ ეტაპს განახლებული იმიჯით ხვდებიან, შესაბამისად გამონაკლისები არც ცნობილი ლამაზმანები არიან, რომელთა რიგებშიც ამჯერად ანა დე არმასი მოხვდა. უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში მისი და ბენ აფლეკის ოფიციალურად დაშორებას განიხილავენ, მაგრამ წყვილს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია:
თუმცაღა რამდენიმე საათის წინ, ის მოკლედ შეჭრილი თმით გამოჩნდა, შესაბამისად, გამოცდილი გოგონებისთვის ეს კიდევ ერთი მინიშნება იყო იმის, რომ პირად ცხოვრებაში გარდამტეხი ცვლილებები მოხდა.