თეთრი სახლის ერთ-ერთი აქამდე უცვლელი ტრადიცია ყოფილი პირველი ლედის მიერ ახალი პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ჩაითი გამასპინძლებაა, რასაც შემდგომ ლოკალური ტური მოსდევს საოცნებო კედლებში. მიუხედავად ამისა, მელანია ტრამპმა გადაწყვიტა არ დაკავშირებოდა ჯილ ბაიდენს და ადგილი მისთვის უცერემონიოდ დაეთმო.
შეგახსენებთ, რომ თავად მელანიას სახლში მიშელ ობამამ უმასპინძლა, მათი გულთბილი შეხვედრის კადრებმა კი, მაშინ სოციალური ქსელები მოიცვა.