ვანკუვერი ის ქალაქია, სადაც უამრავი ცნობილი ფილმსი გადაღებები მიმდინარეობდა, შესაბამისად, ვარსკვლავების გამოჩენა მაცხოვრებლებს აღარც უკვირთ. თუმცაღა, სასიამოვნოა როცა შემთხვევით საკუთარ ქუჩაზე მოსეირნე მილა იოვოვიჩსა და მის ოჯახს გადააწყდები, რომელიც პაპარაცებს არცთუ ისე ხშირად ანებივრებს საკუთარი გამოჩენით.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, ცნობილ მსახიობს კამპანიას მეუღლე - პოლ ანდერსონი და 2 ქალიშვილი უწევდა. გულშემატკივარი ფიქრობს, რომ ოჯახი კანადაში დროებით გადავიდა, რისი მიზეზიც მათი 13 წლის ქალიშვილის - ევერის გადაღებებია.