29 წლის მომღერალი რიტა ორა არაჩვეულებრივი გემოვნებით და ჩაცმის სტილით გამოირჩევა. ის სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და პაპარაცების ობიექტივშიც ხშირად ხვდება. მისი გამოჩენით ფანებს იმედებს არასოდეს უცრუებს, რადგან მუდამ შესანიშნავად გამოიყურება. გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც მან Phoenix World Tour-ის განმავლობაში გადაღებული, აქამდე უცნობი ფოტოები გაგვიზიარა.
უახლეს ფოტოებში მომღერალმა მონიქრომული იკიჯი მოირგო. მას შავ-თეთრი Bodysuit-ი ეცვა, რომელსაც ასეთივე Bucket Hat სტილის ქუდი და ჩექმა კოპლებიან მოსაცმელთან ერთად შეუხამა.