52 წლის მომღერალი კაილი მინოუგიმ ცოტახნისწინ მომღერალ დუა ლიპასთან ითანამშრომლა და ახალი ტრეკი სახელწოდებით Real Groove შექმნა. მომღერალი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა, მიუხედავად ამისა მან ახლა გამონაკლისი დაუშვა და ინსტაგრამზე რამდენიმე ახალი სურათი განათავსა, სადაც ბრენდ Moschino-სთვის პოზირებს.
მომღერალმა არჩევანი შავი ფერის სამოსზე შეაჩერა. მას Moschino-ს ახალი კოლექციის, ტყავის, მოკლე კაბა ეცვა, რომელსაც ამავე ფერის ბერეტი და დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი ვერცხლის აქსესუარებთან ერთად შეუხამა.