რეალითი შოუს ვარსკვლავი, 23 წლის კაილი ჯენერი საკუთარ ბრენდებს Kylie Skin-ს და Kylie Cosmetics საკმაოდ ხშრად არეკლამებს. სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით ფოტოებს, სადაც ის საკუთარი პროდუქციით პოზირებს. ახლახანს კი მან გამომწერებს Kylie Skin-ის ახალი პროდუქცია, პირსახოცები წარუდგინა მოგვიანებით კი ახალი ფოტოც განათავსა.
უახლეს ფოტოში კაილი საკუთარი სხეულსი ფორმებს არ მალავს და ყავისფერი, სექსუალური საცურაო კოსტუმით პოზირებს, რომელსაც ოქროს აქსესუარებს უხამებს. აღსანიშნავია, რომ ფოტოში ის საკუტარი ბრენდის პირსახოცსს იყენებს.