რეალითი შოუს ვარსკვლავი, 40 წლის კიმ კარდაშიანი მეუღლესთან, ქანიე უესტთან გაშორების მიუხედავად საკუთარ საქმიანობას თავს არ ანებებს და სოციალურ ქსელებში საკუთარ ბრენდს, Skims-ს კვლავ აქტიურად არეკლამებს. ცოტახნისწინ მან საკუთარი ბრენდის ახალი კოლექცია წარადგინა.
ახლახანს მან ინსტაგრამზე რამდენიმე ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თეთრეული საკუთარი ბრენდის ახალი კოლექციიდან მოირგო. აღსანიშნავია, რომ ფოტოებში ვარსკვლავი შესანიშნავად და სექსუალურად გამოიყურება.