39 წლის მომღერალი ეშლი რობერტსი არაჩვეულებრივი გემოვნებით და ჩაცმის სტილით ნამდვილად გამოირჩევა. ის პაპარაცების ობიექტივში საკმაოდ ხშირად ხვდება და მის ფანებს იმედებს არასოდეს უცრუებს, რადგან მუდამ შესანიშნავად გამოიყურება. გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც ის ლონდონის ქუჩებში შენიშნეს.
ეშლის შავი მაისური და ბრენდ River Island-ის ამავე ფერის, 55 ფუნტის ღირებულების ქვედაბოლო ეცვა, რომელსაც ბეჟი პიჯაკი, შავი, მაღალქუსლიანი ჩექმა და Yves Saint Laurent-ის ვერცხლის დეტალებით გაფორმებული ჩანთა შეუხამა.