24 წლის მოდელი და მსახიობი Zendaya საკმაოდ დიდი პოპულარობით გამოირჩევა. ის უამრავ ცნობილ დიზაინერთან და ბრენდთან თანამშრომლობს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მისი სახე შესაძლოა საკმაოდ პოპულარული ჟურნალის გარეკანზე შეგვხვდეს. ახლახანს მან GQ Magazine-ის უახლეს გადაღებაში მიიღო მონაწილეობა, ფოტოები კი სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა.
უახლეს კადრებში Zendaya-ს სხვადასხვა იმჯით ვხედავთ. მან ბრენდ Saint Laurent-ის სამოსი მოირგო და შესანიშნავად გამოიყურებოდა. აღსანიშნავია, რომ ის ჟურნალის ახალი ნომრის გარეკანზე მოხვდა.