23 წლის მსახიობი და მომღერალი, ბელა თორნი სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით გამოირჩევა, სადაც ხშირად აქვეყნებს მის მეგობარ მამაკაცთან, 27 წლის ბენჟამინ მასკოლოსთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. წყვილი არც პაპარაცებს უშინდება და მათ ობიექტივში ხშრად ხვდება. გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც ისინი მექსიკაში დასვენებისას შენიშნეს.
როგორც ჩანს წყვილი მექსიკაში არაჩვეულებრივ დროს ატაებს და იანვრის ცივ ამინდებში, მზის სხივებს ეფიცხება. პაპარაცებმა წყვილი მაშინ შეამჩნიეს, როდესაც ბენჟამინი ბელას სასტუმროს აუზთან ფოტოებს უღებდა.