ინგლისელი მოდელი, 28 წლის კარა დელევინი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა და პაპარაცების ობიექტივშიც იშვიათად ხვდება. თუმცა ამჯერად მან გამონაკლისი დაუშვა, როდესაც ლოს-ანჯელესის ქუჩებში ბრენდ Savage X Fenty-ის პირბადით გამოჩნდა.
კარამ არჩევანი სპორტულ და ამავდროულად გემოვნებიან სამოსზე შეაჩერა. მას ბრენდ MSFTSrep-ის 55,29 ფუნტის ღირებულების Hoodie ეცვა, რომელსაც ნაცრისფერი, სპორტული შარვალი, ვარდისფერი წინდები და თეთრი კედები შეუხამა.