მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და წარმატებული რუსი მოდელი ირინა შეიკი სოციალურ ქსელში ხშირად აქტიურობს და გამომწერებს თითქმის ყოველდღიურად უზიარებს სიახლეებს. შეგახსენებთ, რომ მოდელმა 6 იანვარს 35 წლის იუბილე აღნიშნა, მან ამჯერად ინსტაგრამზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, როგორც ჩანს მოდელმა საჩუქრები მიიღო ცნობილი დიზაინერებისგან, მოდელებისგან და უახლოესი მეგობრებისგან, მათ შორის არიან რიკარდო ტიში, დონატელა ვერსაჩე, ედვარდ ენინფული და კარლი კლოსი.