26 წლის ინგლისელი პოპვარსკვლავი ჰარი სტაილსი და 36 წლის ამერიკელი მსახიობი ოლივია ვაილდი უკვე რამდენიმე დღეა უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების მუდმივი განხილვის საგანია. პაპარაცებმა შემსრულებლები გასულ დღეს ლოს ანჯელესის ქუჩებში შენიშნეს, შეგახსენებთ, რომ ჰარი და ოლივია ერთად ფილმ Don't Worry Darling-ზე მუშაობენ, თუმცა როგორც პრესა იუწყება მათი შეხვედრების მიზეზი მხოლოდ კარიერული საქმიანობა არაა. (დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არცერთს არ გაუკეთებია).
შემსრულებლების უახლესი პაპარაცული ფოტოები
ოლივიას აცვია მაიკლ კორსის ქაშმირის სვიტერი, რომლის ღირებულებაც 715 ფუნტია.