ვარსკვლავური დაძაბულობები და ხშირად, ფიზიკური დაპირისპირებებიც საზოგადოებისთვის უცხო არ არის, თუმცა ამჯერად სოციალური მედია ჯასტინ ბიბერისა და ტომ კრუზის სახალისო ინციდენტს აშუქებს, რომლის ინიციატორიც თავად ჯასტინი ჯერ კიდევ 2019 წელს გახდა, "მე მინდა ოქტაგონზე ტომ კრუზი გამოვიწვიო. ტომ, თუ ამ ბრძოლაზე უარს იტყვი, ვიფიქრებთ რომ შეგეშინდა და თავს მაღლა ვეღარასდროს აწევ," - დაწერა მაშინ ვარსკვლავმა და UFC-ს ვარსკვლავს - დანა უაითს ბრძოლის ორგანიზება სთხოვა.
რამდენიმე დღის შემდეგ კი, ბიბერმა აღიარა რომ კრუზი მას ცემით მოკლავდა, რადგან ის საშინლად გამხდარი იყო და ფორმაში ჩადგომა სჭირდებოდა, რამდენიმე საათის წინ კი, ეს სახალისო დეტალი ახალი სინგლის - Anyone-ს რეკლამისთვის გამოიყენა.
საქმე იმაშია, რომ ბიბერმა კლიპიდან ფოტო გამოაქვეყნა რომელიც სიუჟეტისამებრ რინგზეა გადაღებული,"ტომ კრუზი შებრაწულია"- დაწერა მან, რაც ფანებმა მისი გამოწვევის განახლებად მიიღეს.